Saturday, July 15, 2017

პროექტი: "ერთ პატარა ხელისგულზე"

1,პროექტის სახელწოდება: "ერთ პატარა ხელისგულზე"
სალოცავები თბილისში

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან თბილისსადა საქართველოში  მცხოვრებ განსხვავებული რელიგიური კუთვნილების ეთნოსებს, მათ კულტურასა და სალოცავებს, მოიძიებენ მასალას მათი საქართველოში დასახლების შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტოლერანტობის ამაღლებას.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას თბილისსა და საქართველოში მცხოვრები განსხვავებული რელიგიისა და კულტურის ეთნოსების შესახებ, აუმაღლდებათ ტოლერანტობის გრძნობა, განუვითარდებათ კვლევის, ანალიზის, კომუნიკაციის, ინტერვიუს აღების, მასალის კატეგორიზებისა და სინთეზის უნარები.

5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 5 კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, პლაკატი, ვიდეორგოლი.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: შესაბამისი ლიტერატურა, კომპიუტერი, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, ვიდეო კამერა, ფოტო აპარატი, მარკერები, ფლომასტერები,ბაინდერი, ფაილები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თბილისსა და საქართველოში მცხოვრები ეთნოსების შესახებ, მოაწყობენ ექსკურსიას დედაქალაქში, დაათვალიერებენ განსხვავებული რელიგიის სალოცავებსა და კულტურის ცენტრებს( მეჩეთი, სინაგოგა, ასურული კულტურის ცენტრი, კათოლიკური ეკლესია), შეადარებენ ქართულ თვითმყოფადობას,შეხვდებიან განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების წარმომადგენლებს- გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეო მასალას, აიღებენ ინტერვიუებს, შექმნიან პლაკატს, კედლის გაზეთს, ფოტო ალბომს, ვიდეო რგოლს, რომელსაც განათავსებენ  ინტერნეტ სივრცეში.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

კავშირი: ისტორია,ისტ, გეოგრაფია.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეკატერინე მულაძე.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekamuladze@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://ekamuladze.blogspot.com/



პროექტის განხორციელების გეგმა